Latest news
კრიმინოლოგის მობილური ტელეფონი და საფულე იპოვეს როგორ უნდა აღმოიფხვრას ათენში საცობების პრობლემა Euro 7: 2026 წლის ბოლოდან ავტომობილებისთვის ახალი ეკოლოგიური მოთხოვნები ამოქმედდება The Guardian: ნოლანის „ოდისეამ“ შესაძლოა მესინია სამუდამოდ შეცვალოს საბერძნეთი: წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები საბერძნეთში „თეთრი ზონების“ პროექტი იწყება – 54 ახალი სადგური ციფრული ტელევიზიის დაფარვას გააფართოებ... სიროსზე ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა - აცხადებს 41 წლის ქალის ოჯახის ადვოკატი ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა კირიაკოს მიცოტაკის: აგვისტოში დიზელის ფასი კიდევ 10 ცენტით შემცირდება ღალაცი: 80 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
კვირა, ივლისი 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მისი აღიარებითი ჩვენება ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო – აცხადებს ირინი მურძუკუს მამობილი

მისი აღიარებითი ჩვენება ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო – აცხადებს ირინი მურძუკუს მამობილი

დუმილს არღვევს ირინი მურძუკუს მამობილი, რომელმაც ირინი გაზარდა და მისი გვარი მისცა. იანნის მურძუკოსმა განაცხადა, რომ ირინი საკმაოდ რთულ ოჯახურ გარემოში გაიზარდა დედასთან, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა. იქვე კი დასძინა, რომ არასდროს შეუნიშნავს ირინისგან საეჭვო ქმედება და მისთვის გოგონას აღიარებითი ჩვენება შოკისმომგვრელი იყო. 

“პოპი არ იყო კარგი დედა, ცუდად ექცეოდა ბავშებს, ყურადღებას არ აქცევდა მათ. ხშირად მიდიოდა სახლიდან, შესაბამისად ირინის უწევდა მის უმცროს დედმამიშვილებზე ზრუნვა და სახლის საქმეებით დაკავება. თუ არ გააკეთებდა ამ ყველაფერს დედა ურტყამდა. ჩემთან საერთო თანაცხოვრების პერიოდში პოპის არასდროს უმუშავია. სხვა კაცებსაც ხვდებოდა და ნაკლებად აინტერესებდა ჩვენი შვილები. ერთ ღამესაც წავიდა ბავშვებთან ერთად სხვა კაცთან და მიმატოვა. იმ მომენტიდან ჩემგან 200 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდნენ და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ირინის, რომელიც ჩემ თვალწინ გაიზარდა, მსგავსი რამის ჩადენა შეეძლო. მისი აღიარებითი ჩვენება შოკის მომგვრელია ჩემთვის, ვერ ვიჯერებ, ვერ ვინელებ.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *