Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ქსანთი: პარტნიორის მიერ უმოწყალოდ ნაცემი ევგენია გარდაიცვალა

ქსანთი: პარტნიორის მიერ უმოწყალოდ ნაცემი ევგენია გარდაიცვალა

40 წლის ევგენია, რომელიც მისმა პარტიონრმა უმოწყალოდ სცემა, 3 იანვარს ღამით გარდაიცვალა.

უმოწყალოდ ნაცემი ქალი საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებითა და მოტეხილობებით იწვა 2 თვის განმავლობაში. 

ევგენია წარმოშობით ბულგარეთიდან იყო, ქსანთიში კი ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა და სწორედ იქ გაიცნო მისი ცხოვრების საბედისწერო მამაკაციც, რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა. ბრალდებული ევგენიამ 2024 წლის ოქრომბერში გაიცნო და მათი უერთიერთობა მალევე განვითარდა. ევგენიას პარტნიორმა ძალადობრივი ხასიათი ურთიერთობის პირველივე კვირიდანვე გამოავლინა, რის შედეგადაც ძალადობის მსხვერპლი მის სანაცნობო წრეს სრულიად ჩამოშორდა, მოძალადესთან საცხოვრებლად გადავიდა და ყოველდღიურ რეჟიმში მეგობრებისგან იზოლირებული მოძალადისგან იტანდა როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას.

23 ოქტომბერს კი 40 წლის ქალი, უმოწყალოდ ნაცემი, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. 

ევგენიას არაერთგზის რთული ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმებმა მეტალები ჩაუყენეს რათა მოტეხილობების მიერ გამოწვეული ზიანი სხეულზე დაესტაბილურებინათ, მაგრამ მისი მდგომარეობა ექიმების მცდელობებისდა მიუხედავად კრიტიკული რჩებოდა. 2 თვის განმავლობაში სრულიად გაუნძრეველ მდგომარეობაში იმყოფებოდა დაშავებული, 2 თვის შემდეგ კი საავადმყოფოში დალია სული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *