დონუსა: ქარისგან მოგლეჯილი ქოლგა ტურისტს ფეხში დაერჭო
დონუსა: ქარისგან მოგლეჯილი ქოლგა ტურისტს ფეხში დაერჭო
შოკისმომგვრელი სანახაობის მხილველნი გახდნენ დონუსას დამსვენებლები, რომლებიც ზაფხულის შვებულების გასატარებლად კუნძულის ერთ-ერთ სანაპიროს ესტუმრნენ.
სანაპიროზე დამსვენებლებს შორის იყო ქალი, რომელსაც ბარძაყის არეში ძლიერი ქარის შედეგად ქვიშიდან მოწყვეტილი ქოლგა დაერჭო.
ტურისტები იმყოფებოდნენ ისეთ სანაპიროზე სადაც მანქანით მისადგომი არ არის. შესაბამისად საჭირო გახდა დაშავებულის ნავით გადაყვანა საავადმყოფოში.
“ჭრილობა იყო ღრმა და მძიმე, ქოლგამ თითქმის სრულიად გაიარა ბარძაყში. გარშემომყოფებმა ქოლგა დაუფიქსირეს დაშავებულს, ხოლო ექიმებმა, რომლებიც ნავის დახმარებით მოვიდნენ სანაპიროზე, დაამუშავეს ჭრილობა და დაადგინეს რომ არტერია დაზიანებული არ იყო. მთავარ პრობლემად მაინც ბარძაყში ჩარჩენილი ქოლგის სახელური რჩებოდა, რომელთან ერთადაც დაშავებული საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. სახელური ფეხიდან არ უნდა ამოსულიყო ძლიერი სისხლდენის თავიდან ასარიდებლად.” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.


