ატიკა: კრიონერიში გაჩენილ ხანძარს აქტიური კერა აღარ აქვს
ატიკა: კრიონერიში გაჩენილ ხანძარს აქტიური კერა აღარ აქვს
დრამატულია კადრები ატიკადან, კერძოდ კრიონერიდან, სადაც გუშინ შუადღეს ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დროსოპიღიში გაჩნდა და ძლიერი ქარების გამო მალევე კრიონერიშიც გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ
ხანძარს აქტიური კერები აღარ აქვს მეხანძრეები მაინც რჩებიან ადგილზე, რათა კერის ხელახალი გაღვივების შემთხვევაში დროულად მოახდინონ რეაგირება.
საბედნიეროდ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დიდი მატერიალური ზიანი მიადგა 10 ჰექტარ მიწას. დაიწვა სახლები და ავტომანქანები.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 220 მეხანძრე, 69 სახაბძრო მანქანით, 8 სპეც.დანიშნულების მეხანძრეთა გუნდი, 10 წყალმფრქვევი და 7 ვერტმფრენი.



Facebook Comments Box
