Latest news
ქსანთი: ლეფკოპეტრაში პონტოს ბერძნების გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართა წვიმა და ჭექა-ქუხილი  აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში  კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვლამდე გადაიდო საბერძნეთი: ჯანმრთელობის სფეროს რამდენიმე დაწესებულებაში დარღვევები გამოვლინდა კუნძულ კოსსა და სიროსზე ფსიქიკური ჯანმრთელობის 2 ახალი ცენტრი 2,8 მილიონი ევროთი დაფინანსდება ტების პროცესზე მოწმეები არ გამოცხადდნენ ΟΑΣΑ: ოქტომბრიდან ავტობუსის ხაზების რაოდენობა იზრდება გიორგოს მაზონაკისის დედა განცხადებას აკეთებს საბერძნეთის 6 რეგიონში შომადობამ 50%-ით იკლო იმედისმომცემი სიახლე 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ოთხშაბათი, სექტემბერი 23, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარების გამო რისკების შეფასების კომისია შეიკრიბა

მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარების გამო რისკების შეფასების კომისია შეიკრიბა

საბერძნეთში მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარების გამო რისკების შეფასების კომისია შეიკრიბა. შეხვედრას კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ევანგელოს ტურნასიც ესწრებოდა.

ექპსერტების პროგნოზით, კვირას, 9 აგვისტოს, თრაკიში, ატიკა-ვიოტიაში, ევიაზე, პელოპონისის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, კიკლადესის კუნძულებსა და კუნძულ კრეტაზე ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარის სიჩქარე 6-7 ბოფორს მიაღწევს.

ორშაბათს, 10 აგვისტოს, ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება. რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ატიკა-ვიოტიაში, ევიაზე, პელოპონისოზე, ეგეოსის ზღვასა და კრეტაზე, ქარის სიჩქარე 7-8 ბოფორს მიაღწევს.

ამასთან, დასავლეთ საბერძნეთში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება და ბარომეტრმა შესაძლოა 38-39°C მიაღწიოს.

სამშაბათიდან, 11 აგვისტოდან, კვირის ბოლომდე ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარიების სიჩქარე კვლავ 5-7 ბოფორის სიმძლავრის იქნება.

ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ხანძრის მაღალი რისკის რეგიონებში.

რისკების შეფასების კომისია ხანძრის გაჩენის საფრთხის ხელახლა განსახილველად ხვალ, 10:30 საათზე შეიკრიბება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *