სამოთრაკი: საბედისწერო ვარდნის შედეგად 20 წლის გოგონა ხერხემლის მოტეხილობით გადაიყვანეს საავადმყოფოში
სამოთრაკი: საბედისწერო ვარდნის შედეგად 20 წლის გოგონა ხერხემლის მოტეხილობით გადაიყვანეს საავადმყოფოში
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ სხრულის მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული საავადმყოფოში 20 წლის გოგონა, რომელიც სამოთრაკში, პარადისოსის ჩანჩქერზე დაშავდა.
გოგონა გუშინ საღამოს მაშველებმა ამოიყვანეს ჩიხიდან და გადასცეს სასწრაფო დახმარების ბრიგადას.
გოგონას გადასარჩენად 7 მეხანძრე/მაშველი მუშაობდა, რომლებსაც სახანძრო მანქანის დატოვება მოშორებით მოუწიათ, რადგან ადგილამდე, სადაც გოგონა დაშავდა, მხოლოდ ბილიკით არის მისვლა შესაძლებელი.
დაშავებული მაშველებმა სასწარფო დახმარების ბრიგადამდე საკაცით მიიყვანეს. გოგონა ამჟამად ქირურგიულ კლინიკაშია მოთავსებული რა მალე მას ნევროლოგიურ კლინიკაშიც გადაიყვანენ დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად, რადგან აღენიშნება მრავალგზის მოტეხილობები ხერხემალზე.
გოგონას მშობლები, რომლებიც სალონიკში ცხოვრობენ ორშაბათს ღამესვე ჩავიდნენ კუნძულზე.
