პატრაში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს
პატრაში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს
ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 პირი დააკავეს ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით ახაიაში.
დაკავებულთა შორის არის 19 წლის ბიჭიც, რომელმაც აღიარა, რომ ოთხშაბათს პატრაში, კერძოდ სიხენაში ცეცხლი მისი ბრალეულობით გაჩნდა.
იმავე ტერიტორიაზე ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით დაკავებულია 27 წლის ბიჭიც, რომელიც წაყენებულ ბრალს უარყოფს.
19 წლის ბიჭმა აღიარებით ჩვენებაში დეტალურად მოყვა თუ როგორ გაემართა ხანძრის გასაჩენად 27 წლის თანამზრახველთან ერთად. არსებობს მოწმეც, რომელიც ირწმუნება, რომ დაინახა, თუ როგორ ისროლეს ახალგაზრდებმა ბოთლი, რომელიც სავარაუდოდ შეიცავდა აალებად ნივთიერებას.

Facebook Comments Box
