Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ამინდი: დღეიდან ხუთშაბათამდე ძლიერი წვიმა და შტორმი ქვეყნის უმეტეს რეგიონებში

სინოპტიკოს კლეარხოს მარუსაკის პროგნოზით დღეიდან ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ამინდი მკვეთრად იცვლება მოსალოდნელი  წვიმებითა და შტორმებით, რომელიც გავლენას მოახდენს საბერძნეთის ნახევარზე.

მძიმე ამინდის ფენომენი იწყება ალბანეთის საზღვრიდან, ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში და გადაინაცვლებს ცენტრალური და ჩრდილოეთ საბერძნეთის მიმართულებით, ყველაზე რთული კი სამშაბათი იქნება, რადგან მოსალოლედნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი.

სინოპტიკოსი მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილოეთ, დასავლეთ თესალიის, ეპიროსის, ჩრდილოეთ და ცენტრალური იონიის ზღვების, ცენტრალური მაკედონიის რეგიონებში, სადაც იქნება ძლიერი წვიმა და შტორმი.

ოთხშაბათიდან უამინდობის ტალღა უფრო სამხრეთით გადაინაცვლებს და უმეტეს რაიონებს შეეხება, ხუთშაბათიდან კი ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.

ამინდი დღეს:

დასავლეთში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმა და ელჭექი. ტემპერატურის ვარდნა და ქარი ზღვებზე 6-7 ბოფორტამდე.

უფრო დეტალურად, ორშაბათს ადგილობრივი წვიმები და შესაძლოა შტორმია მოსალოდნელი ჩრდილოეთ იონიის ნაწილებში, ეპირუსში, მაკედონიაში, თრაკიაში, ჩრდილოეთ ეგეოსის თესალიაში და სტერეას ჩრდილოეთ ნაწილში.

დასავლეთ მაკედონიაში ტემპერატურა 6-დან 19 გრადუსამდე იქნება, დანარჩენ მაკედონიასა და თრაკიაში 6-დან 22-მდე, ეპიროსში 7-დან 25-26-მდე, თესალიაში 8-25 გრადუსამდე, დანარჩენ მატერიკზე 9-მდე. 28-დან 28-მდე იონიის კუნძულებზე, 13-დან 24-25-მდე ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე, 13-დან 23-მდე აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, 14-დან 24-25-მდე ციკლადებზე, 18-დან 23-24-მდე დოდეკანზე, ხოლო კრეტაზე 25-26 გრადუს ცელსიუსამდე.

ატიკაში მოსალოდნელია ადგილობრივი და დროებითი მოღრუბლულობა. იქროლებს ჩრდილოეთის მიმართულების ქარი 3-4,  ხოლო აღმოსავლეთის 5 ბოფორტამდე ინტენსივობით. ჰაერის ტემპერატურა 19-დან 27 გრადუსამდე იქნება. რეგიონის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მინიმალური ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაბალი იქნება.

თესალონიკში ასევე მოსალოდნელია მოღრუბლულობა, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი 5-6 ბოფორტამდე. სალონიკის ცენტრში ტემპერატურა 15-დან 21 გრადუს ცელსიუსამდე იქნება.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *