25 წლის გოგონაზე მისი 23 წლის პარტნიორი ფიზიკურად ძალადობდა და სხეულით ვაჭრობას აიძულებდა
25 წლის გოგონაზე მისი 23 წლის პარტნიორი ფიზიკურად ძალადობდა და სხეულით ვაჭრობას აიძულებდა
სხეულით ვაჭრობას აიძულებდა 25 წლის გოგონას მისი 23 წლის პარტნიორი მუქარისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით.
გოგონამ საშველად პოლიციაში 19 აგვისტოს გამთენიისას დარეკა.
“სახლში ჩამკეტა და წავიდა, დილით მცემა, მაიძულა დავკავებულიყავი სექსუალური ურთიერთობით არაერთ კაცთან.” – განაცხადა პოლიციელებთან საუბრისას.
25 წლის გოგონამ ჩვენებაში განაცხადა, რომ 2024 წლის დეკემბერში 23 წლის პარნიორმა მის 33 წლის მეგობართან ერთად გააუპატიურა. გოგონასთან სექსუალური კავშირი 33 წლის კაცმა დაამყარა, ხოლო 23 წლის ბიჭი კი ვიდეოს იღებდა, რომელიც ვებ.გვერდზე ატვირთა.
23 წლის ბიჭი მის მეგობართან ერთად გოგონას აიძულებდა სხეულით ევაჭრა და მიღებული თანხა სრულად მათთვის გადაეცა.
პოლიციამ უკვე დააკავა ბრალდებულები. პროკურორმა 23 წლის ბიჭი დროებით პატიმრობაში დატოვა, ხოლო 33 წლის კაცი კი მტკიცებულებების შეგროვებამდე გაათავისუფლეს.
