კორინთო: 22 წლის ბიჭი ყელში დაჭრეს – ახალგაზრდა სისხლისგან დაიცალა
კორინთო: 22 წლის ბიჭი ყელში დაჭრეს – ახალგაზრდა სისხლისგან დაიცალა
კორინთოს გენერალურ საავადმყოფოში ორშაბათს ღამით 22 წლის ახალგაზრდა ყელში მიყენებული ჭრილობით მიიყვანეს.
ახალგაზრდას დანით აქვს ჭრილობა მიყენებული და საავადმყოფოში მშობლებმა და ძმამ მანქანით მიიყვანეს მას შემდეგ, რაც სახლის კართან გონება დაკარგული ბიჭი სისხლის გუბეში იპოვეს.
ახალგაზრდა ცოცხალი იყო საავადმყოფოში მიყვანისას. დაჭრილის ძმა ყვიროდა, რომ მისი ძმა მოკლეს: “ცოცხლად შეჭამეს” და ირწმუნებოდა, რომ თავდამსხმელებთან 22 წლის ბიჭს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
ექიმების მცდელობებისდა მიუხედავად ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიციამ დაიწყო გამოძიება გარდაცვალების მიზეზებისა და ვითარების დასადგენად.
Facebook Comments Box
