Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

დღეს 45 წლის Porsche-ს მარკის ავტომანქანის მძღოლი ჩვენებას მისცემს

დღეს 45 წლის Porsche-ს მარკის ავტომანქანის მძღოლი ჩვენებას მისცემს

უსიტყვოდ და თავდახრილმა აიარა სალონიკის საქალაქო სამინისტროს კიბეები პოლიციელებთან ერთად Porsche-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა, რომელმაც სალონიკი-ნ.მუდანიონის მუნიციპალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ქალის წინააღმდეგ სისხლის საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიით არის აღძრული და მას ბრალდების მხარე მას ავტომანქანის საფრთხის შემცველ მართვაში, ნარკოტიკული და ალკოჰოლური ნივთიერებების ქვეშ, ადამიანებისთვის სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებასა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვაში ედავება.

ბრალდებულს 2 ადვოკატი იცავს. დაცვის მხარემ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა: “ადგილიდან მიმალვას ადგილი არ ჰქონია, შეჯახებისას დაშავდა, იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაძი და მისმა მეგობარმა, რომელიც მას მანქანით მოჰყვებოდა უკან, საავადმყოფოში გადაიყვანა. სამშაბათს დაკითხავენ და ყველაფერს ფარდა აეხდება. საუბარი გვაქვს გოგონაზე, რომელსაც არასდროს ჰქონია საქმე სასამართლოსთან, 2 შვილი ჰყავს..”

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულმა აღიარა, რომ მიღებული ჰქონდა დამამშვიდებელი Xanax-ი. მისი ადვოკატები კი ირწმუნებიან, რომ დამამშვიდებელი ქალს საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მისცეს და ავტომანქანის მართვის დროს მას ალკოჰოლური ნივთიერება და დამამშვიდებელი ტაბლეტი ერთმანეთში არ აურევია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *