Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პატისია: 34 წლის ქალი ახალშობილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

პატისია: 34 წლის ქალი ახალშობილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

3 სექტემბერს საღამოს პატისიაზე 34 წლის ქალი საკუთარ სახლში ჩვილ ბავშვთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნაადრევი მშობიარობის გამო ქალმა ბავშვი სახლში გააჩინა. გარდაცვლილისთვის ეს რიგით მესამე მშობიარობა იყო, მას უკვე 5 და 3 წლის შვილები ჰყავდა, რომლებიც “ალექსანდრა”-ს სახელობის საავადმყოფოში, ათენში შეეძინა.

სამივე ორსულობის დროს ქალმა უარი განაცხადა გიეკოლოგთან კონსულტაციაზე, რადგან ექიმების შიში ჰქონდა. გამომდინარე აქედან როცა მშობიარობის დრო მოდიოდა დამოუკიდებლად მიდიოდა საავადმყოფოში.

თუმცა სწორედ ეს ფობია აღმოჩნდა საბედისწერო მისთვის და სამწუხაროდ ბოლო, ნაადრევად დაწყებულმა მშობიარობამ როგორც დედის, ასევე ახალშობილის სიცოცხლეც იმსხვერპლა.

“ჯანმრთელი გოგო იყო. როგორც ვიცით ექიმი არ ჰყავდა. ცოტა მშიშარა იყო და არ დადიოდა ექიმებთან. ორივე ბავშვი “ალექსანდრა”-ს საავადმყოფოში გააჩინა. ეხლაც მამამისი ელოდებოდა მისგან ზარს, რომ როგორც კი მშობიარობა დაეწყებოდა სამშობიაროში წაეყვანა. სულ ეს არის რაც ვიცი.” – განაცხადა გარდაცვლილის დეიდამ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *