Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ამალიადა: 28 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა მამამისის საფლავიდან 10 მეტრის დაშორებით

ამალიადა: 28 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა მამამისის საფლავიდან 10 მეტრის დაშორებით

28 წლის ახალგაზრდა ოთხშაბათს საღმოს გაუჩინარდა.

საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია 28 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამ ამალიადაში, ილიდას მუნიციპალიტეტში.

ახალგზრდამ თავი, სანადირო თოფით, სასაფლაოზე მოიკლა.

patrisnews.com-ის წყაროებზე დაყრდნობით გარდაცვლილის გვამი მამამისის საფლავიდან 10 მეტრის დაშორებით იპოვეს.

იმავე წყაროებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ 28 წლის ახალგაზრდა, რომელიც პატრაში ცხოვრობდა, ხავარიში დედამისის და თავისი ძმის მოსანახულებლად ჩავიდა. მამამისი კი რამდენიმე წლის წინ, 49 წლის ასაკში დაიღუპა.

ცნობილია რომ საღამოს საათებში ახალგაზრდა სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისმა ნათესავებმა გარდაცვლილის ძებნა გვიან ღამით დაიწყეს.

28 წლის ახალგაზრდას გვამი დღეს დილით აღმოაჩინეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია დატოვა თუ არა გამოსამშვიდობებელი წერილი, რათა აეხსნა თვითმკვლელობის მიზეზი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *