Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთისამართალი

ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობის ფარგლებში ათენის ცენტრი გადაიკეტება

ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობის ფარგლებში ათენის ცენტრი გადაიკეტება

უკვე მეორე დღეა რაც ტაქსის მძღოლები გაფიცულები არიან.

გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ჩაატარებენ საპროტესტო მსვლელობას, რომლის გამოც გადაიკეტება ათინონის გამზირი, კარაისკაკის მოედანი, კაროლუ, მარნი, პატისიონი, ალექსანდრას გამზირი, ზახაროფი, მიხალაკოპოულუ და მესოღიონის გამზირი.

შეგახსენებთ, რომ გაფიცვის გადაწყვეტილება ატიკის ტაქსის მძღოლთა პროფკავშირების პრეზიდენტმა, თიმიოს ლუბეროპულოსმა, რადიო გადაცემა  “პარაპოლიტიკა 90,1”-ის ეთერში გამოაცხადა. ეს იქნება გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომლის შემდეგაც გაიმართება პროფკავშირების საბჭოს შეხვედრა პროტესტის შემდგომი ნაბიჯების განსახილველად.

“თუ საბერძნეთის ხელისუფლება მინისტრთა ერთობლივ გადაწვეტილებას არ გააუქმებს გაფიცვას მიეცემა მუდმივი ხასიათი, რადგან მინისტრთა ერთობლივი გადაწყვეტილების ფონზე ამ პროფესიის არსებობას აზრი არ აქვს.” – განაცხადა თიმიოს ლუბეროპულოსმა.

შეგახსენებთ, რომ მინისტთა საერთო გადაწყვეტილებით van-ის ტიპის ავტომანქანებს, შეეძლებათ სატრანსპორტო საშუალების ფუნქციის ოფიციალურად შესრულება, რაც შეამცირებს ტაქსიზე მოთხოვნას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *