Latest news
საბერძნეთი: ელ.სკუტერებით არასრულწლოვნების გადაადგილება კანონით იკრძალება ილია: ნეპალელი მიწათმოქმედი ლეპტოსპიროზით გარდაიცვალა რით ამაყობენ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მოქალაქეები დედის დღე საბერძნეთში კრუიზი MV Hondius: არსებობს თუ არა ჰანტავირუსის პანდემიად გადაქცევის საფრთხე საბერძნეთი: კვირიდან ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს კეფალონია: დააკავეს მძღოლი, რომელიც 4 წლის ბავშვს დაეჯახა Ryanair-ი განცხადებას მაკედონიის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით 8 მაისს გააკეთებს მტვერი, ტალახიანი წვიმა და მაღალი ტემპერატურა - ამინდის პროგნოზი საბერძნეთში მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები
პარასკევი, მაისი 8, 2026
საბერძნეთისამართალი

ქვეითისა და მძღოლების უფლებები და მოვალეობები

ქვეითისა და მძღოლების უფლებები და მოვალეობები

2025 წლის 13 ივნისს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ქვეითისა და მძღოლების უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს.

რათქმაუნდა არ იცვლება მთავარი უსაფრთხოდ გადაადგილების წესი: მძღოლმა ყოველთვის ისეთი სიფრთხილით უნდა მართოს მანქანა, რომ მოახერხოს თავიდან აცილება ყოველგვარი ავტოსაგზაო შემთხვევისა, მიუხედავად იმისა ფეხით მოსიარულეები გზას ქვეითთა გადასასვლელის გამოყენებით კვეთენ, თუ მის გარეშე.

როდესაც ავარია ხდება ქვეითთა გადასასვლელზე ე.წ “ზებრა”-ზე, განსაკუთრებით იზრდება მძღოლის პასუხისმგებლობა რაც ითვალისწინებს მძღოლის მხრიდან დროულ რეაგირებას, სიჩქარის კლებას და საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას გადასასვლელთან მიახლოვებამდე, რათა ფეხით მოსიარულეებმა შეძლონ გზის გადაკვეთა დაბრკოლების გარეშე. კანონი განსაკუთრებულად იცავს შშმ პირებსა და უსინათლოებს.

მძღოლი, რომელიც ქვეითს არ დაუთმობს გზას ჯარიმდება 700 ევროს ოდენობის თანხით და ჩამოერთმევა მართვის მოწმობა.

თუ ფეხით მოსიარულე გზას ქვეითთა გადასასვლელის გამოყენებით არ კვეთს იზრდება თავად მისი პასუხისმგებლობა და ეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა (30 ევრო), თუმცა ეს მძღოლს არ ათავისუფლებს რისკის განჭვრეტისა და თავიდან აცილების პასუხისმგებლობისგან. შესაბამისად სრულიად შესაძლებელია სასამართლომ მძღოლი დამნაშავედ სცნოს იმ შემთხვევაში თუ გადაადგილდებოდა გადაჭარბებული სიჩქარით და არ იცავდა კანონით გათვალისწინებულ დისტანციას.

პრაქტიკაში, ქვეითთა გადასასვლელს გარეთ მომხდარი ავარიის დროს ბრალეულობის გადანაწილების პროცესი ინდივიდუალურია. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს „თანაბრალეულობის“ პრინციპი. შესაბამისად, თუ ქვეითმა მისი რისკით გადაკვეთა გზა, სასამართლომ შესაძლოა შეუმციროს ან დააკისროს მძღოლს სრულიად ნულოვანი ზიანის ანაზღაურება. თუმცა ეს არ აქარწყლებს სისხლისსამართლებრივ თუ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში თუ მძღოლმა დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულებები. (უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ავტომანქანის მართვა).

იმ შემთხვევაში თუ ავარიის შედეგად ქვეითმა მიიღო სხეულის დაზიანება მძღოლი ეძლევა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში და ისჯება 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. თუ სხეულის დაზიანებები შედარებით მსუბუქია ამ შემთხვევაში მძღოლს შესაძლოა დაეკისროს ფულადი ჯარიმა საზოგადოებრივ სამუშაოებთან ერთად.

იმ შემთხვევაში თუ ავარიის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა საქმე გვაქვს გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობასთან რაც დასჯადია სულ მცირე 3 თვიანი პატიმრობით. სასჯელი მძიმდება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით როგორიცაა: სიჩქარე, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნის არ გათვალისწინება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, უყურადღებოდ მანქანის მართვა და ქვეითის მხრიდან დაუდევრობა.

იმ შემთხვევაში თუ მძღოლი მიატოვებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულს ქუჩაში, დახმარების აღმოჩენის გარეშე, სასჯელი მერყეობს 6-დან 10 წლამდე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მძღოლი მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით ან თუ ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია ერთზე მეტი მგზავრის გარდაცვალება  შესაძლოა ბრალდებულს შეეფარდოს სამუდამო პატიმრობაც კი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *