რეთიმნო: ახალგაზრდა ვიტრინაში თავით შეაგდეს
რეთიმნო: ახალგაზრდა ვიტრინაში თავით შეაგდეს
კიდევ ერთი ძალადობრივი ფაქტი დაფიქსირდა რეთიმნოში, ძველი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტების თავშეყრის ადგილზე შაბათს გამთენიისას, როცა ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.
გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს თუ როგორ ურტყამს ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ახალგაზრდას, რომელიც ძირს დაცემული მეგობრისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობს. ჩხუბის მეორე მხარეს კი ჩანს, თუ როგორ შეაგდეს ახალგაზრდა თავით ვიტრინაში. ახალგაზრდა დაცემისთანავე კარგავს გონებას.
protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდების დასაკავებულად 3 პოლიციის დანაყოფის გამოგზავნა გახდა საჭირო.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
Facebook Comments Box
