Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ვიოტია: ქალმა დედა სახლის ეზოში დამარხა, რათა მისი პენსიით ესარგებლა

ვიოტია: ქალმა დედა სახლის ეზოში დამარხა, რათა მისი პენსიით ესარგებლა

შემზარავია ქალის ქმედება ვიოტიიდან, რომელმაც მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრებისთვის თაღლითურ გზას მიმართა.

ქალს უკვე წლებია საკუთარი დედა ვიოტიის ერთ-ერთ სოფელში მდებარე სახლის ეზოში ჰყავს დამარხული. 

დედის გარდაცვალების ამბავის დამალვის მიზეზი კი მისი პენსიით სარგებლობის განზრახვა გახდა.

დაკავებული საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ე.წ ΚΕΠ-ის ყოფილი მთავარი მენეჯერია. 

დაკავებისას ქალმა პოლიციელებს განუცხადა, რომ მას სჭირდებოდა როგორც დედამისის სახელმწიფო დახმარება ასევე პენსიაც. 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მოხუცებული 2023 წელს გარდაიცვალა. საჩივარი თივას განყოფილებაში მას შემდეგ შევიდა, რაც მოსახლეობამ ეჭვი აიღო მოხუცებულის უეცარი და სრული გაუჩინარების შემდეგ. 

გამოძიებას შაბათს 20 სექტემბერს, 62 წლის ქალმა სხვა მოხუცებული ქალი აჩვენა იმ მიზნით, რომ სამართალდამცავი ორგანოები დაერწმუნებინა, რომ დედა ცოცხალი იყო. თუმცა მალევე აღიარა, რომ დედამისი გარდაიცვალა და სახლის ეზოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დახმარებით დაკრძალა.

ქალს მისი დამხმარის ვინაობა არ დაუსახელებია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *