Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

თანოს პლევრისი პირად ცხოვრებაზე საუბრობს

თანოს პლევრისი პირად ცხოვრებაზე საუბრობს

საბერძნეთის ემიგრაციის მინისტრმა, თანოს პლევრისმა parapolitika.gr-თან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

მინისტრის რადიკალური გადაწყვეტილებების ფონზე საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით საბერძნეთის ხელისუფლების საზოგადოებასთან კომუნიკაციის აპარატი მისი ადამიანური მხარის წარმოჩენაზეც მუშაობს და სწორედ ამას შეიძლება მივაწეროთ თანოს პლევრისის ერთი შეხედვით გულწრფელი ინტერვიუ.

ჟურნალისტის კითხვაზე  არის თუ არა ისევ შეყვარებული მის მეუღლეზე და დრომ შეძლო თუ არა მათი სიყვარულის გაუფერულება მინისტრმა უპასუხა: “ჩემთვის დროს არაფერი დაუკლია სიყვარულისთვის და იმედია იმავეს გრძნობს ჩემი მეუღლეც. პირიქით.. უფრო და უფრო ძლიერდება ჩვენი სიყვარული. უფრო მეტიც, გულწრფელად რომ გითხრათ, მომწონს რომ მიფრთხილდება და მოხიბლულია ჩემით და მინდა რომ ასე გაგრძელდეს მუდამ, რადგან მე აღმაფრთოვანებს მასთან ურთიერთობა და მომწონს ჩემს ოჯახთან ერთად დროის გატარება. არასდროს ყოფილა ჩემი ახირება დრო გამეტარებინა მხოლოდ ჩემს მეგობრებთან ერთად. მინდოდა ყოველთვის ჩემ გვერდით ყოფილიყო ჩემი მეორე ნახევარიც.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *