Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

არ აჭმევდა, წყალსაც კი არ აწოდებდა – აცხადებს დაკავებულის დეიდა

არ აჭმევდა, წყალსაც კი არ აწოდებდა – აცხადებს დაკავებულის დეიდა

62 წლის ქალის საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც დედა სახლის ეზოში დაკრძალა პენსიის მითვისების მიზნით, ახალი დეტალები ვრცელდება.

ტელემაუწყებელ ΑΝΤ1-სთან დაკავებულის დეიდამ ისაუბრა და გაიხსენა 2020 წელს მომხდარი შემთხვევა, როცა ბრალდებულმა დედა მოხუცებულთა თავშესაფარში წაიყვანა. დედას არ უნდოდა იქ დარჩენა ამიტომ სახლში დაბრუნდნენ, თუმცა იმ დღიდან ბრალდებულს მისთვის წყალიც კი არ მიუწოდებია: “რატომ გამოუშვეს? რატომ მოკლა დედამისი? ნუთუ არაფერი კარგი არ გაუკეთებია დედამისს მისთვის? მე არ მაქვს უფლება რომ განვსაჯო, ღმერთისთვის მიმინდია ეს. როცა ვკითხე რატომ აღარ ჩანდა დედამისი მიპასუხა, რომ თავის დასთან, მანდრასთან იყო წასული. ფეხები აწუხებდა და თუ ამაზე დაიწუწუნებდა შვილი ეჩხუბებოდა. არც საჭმელს აჭმევდა, ამბობდა, რომ ექიმმა ურჩია ნაკლები საკვები მიეცა, რათა წონაში დაეკლო. მაცივართან არ უშვებდა, წყალსაც კი არ ასმევდა რათა საპირფარეშოში ხშირად არ წასულიყო.”

ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომლის შედეგიც გასცემს პასუხს გამოძიების ყველა კითხვას მოხუცებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *