Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 წლის ქვეითი მძიმედ დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 წლის ქვეითი მძიმედ დაშავდა

ყოველდღიურ ჩვეულ რეალობად იქცა ქვეითების დაშავება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირადი, თუ მძღოლების ბრალეულობით.

დღეს დილით, სალონიკში, მიკი თეოდორაკის ქუჩაზე ქალაქის ცენტრის შესასვლელთან ავტომანქანა 45 წლის ქალს დაეჯახა. მძღოლს დაშავებული არ მიუტოვებია. გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ქალი საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანა.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აღენიშნება თავის არეში მძიმე დაზიანებები და მრავალგზის მოტეხილობები სხეულზე. 

პოლიციამ დაიწყო გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *