Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

შვილმა დედას ფულის გამოძალვის მიზნით ხელი გაარტყა

შვილმა დედას ფულის გამოძალვის მიზნით ხელი გაარტყა

29 სექტემბერს ღამით ირაკლიოში 35 წლის კაცი საკუთარ დედას თავს დაესხა ფულის გამოძალვის მიზნით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ვერ თოკავდა თავს, ყვიროდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა დედას. როდესაც მუქარამ არ გაჭრა სახლის დაზიანება დაიწყო, ლეწავდა საყოფაცხოვრებო და დეკორატიულ ნივთებს და ბოლოს დედასაც დაესხა თავს. თმაში სწვდა და ხელი დაარტყა.

კაცის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი დედის უარი გახდა მის მოთხოვნაზე. შვილი დედას ფულს სთხოვდა.

neakriti.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუხედავად იმისა, რომ დედამ შვილის წინააღმდეგ საჩივრის შეტანაზე უარი განაცხადა პოლიციამ 35 წლის კაცი შემთხვევის ადგილიდანვე აიყვანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *