Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
კვირა, აპრილი 26, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პოლიციამ 25 წლის კურიერი დააკავა, რომელიც 40 წლის მძღოლს სახრახნისით დაესხა თავს 

პოლიციამ 25 წლის კურიერი დააკავა, რომელიც 40 წლის მძღოლს სახრახნისით დაესხა თავს 

საკმაოდ მრავალფეროვანი კრიმინალური ისტორია აღმოაჩნდა 25 წლის კურიერს, რომელიც პოლიციამ 4 ოქტომბერს ღამით დააკავა. 

შეგახსენებთ, რომ დაკავებულმა 40 წლის მძღოლს პარასკევს, 3 ოქტომბერს შელაპარაკების დროს იერა ოდოსისა და კიფისოს გამზირის კვეთაზე თვალში სახრახნისი ჩაარტყა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კურიერი საგზაო ნიშან STOP-ზე არ შეჩერდა და სწორედ ეს გახდა ჩხუბის დაწყების მიზეზი. 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ გადაიყვანა საავადმყოფოში. ის ამ დრომდე პალატაში რჩება და ექიმები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია.

ახალგაზრდა პოლიციის შენობაში თავად გამოცხადდა, თუმცა მისი დაკავება დროის საკითხი იყო, რადგან პოლიციამ თავდასხმის შემთხვევიდან მალევე მოახდინა მისი იდენტიფიცირება. 

გავრცელებული ინფორამციის თანახმად ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა დაკავებულმა სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება მიიქცია. მის სახელზე ფიქსირდება:

2018 წელი: ტაქსის ძარცვა

2019: ნარკოტიკების შეძენა/შენახვა

2020: ფეთქებადი ნივთიერებების ფლობა და აფეთქების გამოწვევა

2021: არასრულწლოვნის გატაცება და სექსუალური კავშირის დამყარება არასრულწლოვნებთან

2023: ოჯახური ძალადობა და მუქარა 

2025: სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სხეულის დაზიანებების მიყენება

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *