Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ვარდისფერი ოქტომბერი – მკერდის კიბოსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს

ვარდისფერი ოქტომბერი – მკერდის კიბოსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს

მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში, პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ღირებულების შესახებ გზავნილის გასაგზავნად, კოძიას მოედანი და მისი შადრევანი ვარდისფრად განათდა.

ვარდისფერი ოქტომბერი 1985 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ძუძუს კიბოს შესახებ, რათა ადრეულ ეტაპზევე მოხდეს დაავადების გამოვლენა და თავიდან იქნას აცილებული შემდგომი გართულებები.
ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიური დაავადებას წარმოადგენს, ქალბატონებში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის იგი პირველ ადგილზეა.
ძუძუს კიბოს ძირითადი და საგანგაშო სიმტომებია:

  • სარძევე ჯირკვლის ფორმის და სიმეტრიულობის შეცვლა;
  • დვრილის ფორმის შეცვლა – მისი ჩაბრუნება;
  • კანზე „ლიმონის ქერქის“ სიმპტომის გაჩენა;
  • გამონადენი დვრილიდან – როგორც სისხლიანი, ასევე უსისხლო;
  • იღლიის და ბეჭის არეში შეშუპება;
  • ხელების ზემოთ აწევის შემთხვევაში – მკერდის დეფორმაცია;
  • მუდმივი დისკომფორტი ძუძუს არეში და ტკივილი.

აუცილებელია წელიწადში ერთხელ დაიგეგმოს ვიზიტი მამოლოგთან და მოხდეს ძუძუს გასინჯვა, ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა 35 წლამდე ქალბატონებში, ხოლო 35 წელს ზემოთ რეკომენდებულია მამოგრაფია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *