Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
კვირა, აპრილი 26, 2026
საბერძნეთისამართალი

პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების კრიმინალური ქმედებები, რომლებიც დაუსჯელი რჩება

პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების კრიმინალური ქმედებები, რომლებიც დაუსჯელი რჩება

საბერძნეთში მნიშვნელოვანი, ხშირად სკანდალური საქმეების დასასრული არა გამამტყუნებელი განაჩენი, არამედ ხანდაზმულობის ვადაა. 

Siemens-ისა და Novartis-ის საქმით დაწყებული ტემბის ტრაგედიით დამთავრებული, გაუხსნელი საქმეების მიზეზად პოლიტიკური იმუნიტეტი, გადადებული სასამართლო პროცესები და ბოლოს ხანდაზმულობა სახელდება. საბერძნეთის კონსტიტუციის 86-ე მუხლი “მინისტრთა პასუხისმგებლობის შესახებ კანონი” პარლამენტს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა მინისტრების ან ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ. თუმცა, თუ პარლამენტი ამას იმავე საპარლამენტო ვადის განმავლობაში არ გააკეთებს, დანაშაულს ავტომატურად ეხება ხანდაზმულობა. აღნიშნული რეგულაცია ეხება როგორც მთავრობის შეიცვლას, ასევე პარლამენტის დაითხოვნის შემთხვევებსაც.

მექანიზმი, რომელიც ერთ დროს პოლიტიკური დევნის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა, დაუსჯელობის იარაღად იქცა.
ფულის გათეთრების შესახებ კანონმა: 4689/2020  კი აღნიშნული დაცვის მექანიზმი კიდევ უფრო გაამყარა. ამ კანონის შედეგად წაიშალა 2020 წლის 30 აპრილამდე ჩადენილი ათასობით დანაშაული და საბოლოოდ შეწყდა ბრალდებულების წინააღდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა. ამ გზით, ბევრი საქმე, რომელშიც პოლიტიკური თუ ბიზნეს ფიგურები იყვნენ გარეულები, ჩუმად დაიხურა ისე, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზამდე არც მისულა.

Siemens-ისა და Novartis კორუფციის საქმეს შეგვიძლია ვუწოდოთ სისხლისსამართლებრივი დანაშაული დამნაშავეების გარეშე. 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ Siemens-მა მილიონობით ევროს ქრთამი მიიღო სახელმწიფო კონტრაქტებისთვის, თუმცა აღძრული საქმეების უმეტესობა ხანდაზმულბის გამო დაიხურა. 

Novartis-ის შემთხვევაში კი კომპანიამ აშშ-ს გადაუხადა 345 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა საბერძნეთში ქრთამის აღებისთვის, მაგრამ არცერთი პოლიტიკური ფიგურა არ გასამართლებულა. 

ტემბის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სახელმწიფო ორგანოების გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას. თუმცა თუ სასამარლო პროცესები 2026-2027 წლამდე გაჭიანურდება, გაუფრთხილებლობით ჩადენილი მრავალი დანაშაულისთვის ხანდაზმულობა დადგება. 

დამნაშავეებს სასამართლო პროცესების გაჭიანურების მიჩქმალვაში ხელს არავეულებრივად უწყობს მედიაც საზოგადოების ყურადღების არასაჭირო და არარსებულ პრობლემებზე გადატანით. 

საუბარი გვაქვს სისტემაზე, რომელიც არაჩვეულებრივად იცავს თავს. კონსტიტუციის 86-ე მუხლი და კანონები ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, არ არის გაპარული შეცდომა, არამედ პოლიტიკური სისტემის მიერ თავდაცვისთვის განზრახ შექმნილი ინსტრუმენტებია, რომლებიც არ შეუცვლია არცერთ მთავრობას, პოლიტიკური პარტიისდა მიუხედავად. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თითოეული მათგანი სარგებელს იღებს აღნიშნული კანონებისგან. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *