Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

კვირის ბოლოდან ქვეყანაში ზაფხული ოფიციალურად შემოაბიჯებს

კვირის ბოლოდან ქვეყანაში ზაფხული ოფიციალურად შემოაბიჯებს

დღეიდან საბერძნეთი ტემპერატურის ეტაპობრივ და შესამჩნევი მატების ფაზაში შედის. კვირის ბოლოს კი საბოლოოდ დაიწყება ზაფხულის ცხელი ამინდები და შევძლებთ დავივიწყოთ შტორმები, აფრიკული მტვერი და არასტაბილური ამინდი.

სინოპტიკოსი საკის არნაუროღლუ თავის პოსტში აქვეყნებს მომდევნო ერთი კვირის პროგნოზსს. როგორც ვხედავთ ტემპერატურა ეტაპობრივად იმატებს და შემდეგ კვირას 35 გრადუსსაც კი მიაღწევს.

“30 მაისის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება ქვეყანაში არასტაბილური ამინდების ფენომენი და საგრძნობლად მოიმატებს ტემპერატურა.”

თუმცა ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის დირექტორის, თოდორის კოლიდას განცხადების თანახმად ამ ოთხშაბათს უნდა ველოდოთ მერყევ ამინდსა და წვიმებს: “უფრთხილდით ჩრდილოეთის ქარებს, რადგან კვირასა და ორშაბათს ეგეოსში 6-7 ბოფორის სიმძლავრით დაუბერავენ, ხოლო აღმოსავლეთ ატიკში კი 5-6 ბოფორის სიმძლავრით.”

რაც შეეხება დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს დედაქალაქში ღრუბლიანი ამინდია. ათენის ჩრდილოეთ ნაწილში 3-5 ბოფორის სიმძლავრის ქარები დაუბერავენ ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში კი 6. ტემპერატურა 18-დან 28 გრადუსამდე მოიმატებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *