Latest news
ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციების დირექტორატი: უნდა დაისაჯოს ევროპის პროკურატურის მუშაობის ხელის შე... როგორც ნაგავი ისე მოისროლეს - აცხადებს 19 წლის მირტოს დედა ხაიდარი: სკოლის აივნიდან 13 წლის მოსწავლე გადავარდა და მძიმედ დაშავდა მირტოს Airbnb-იდან გაყვანის კადრების წაშლასთან დაკავშირებით ბინის მეპატრონე განცხადებას აკეთებს ლიოსიონ: არ მადარდებს ჩემი შვილის ბედი, დაშავებულის მდგომარეობას განვიცდი - აცხადებს 16 წლის მოტოციკ... კალიფსო ძლიერი და ჯანმრთელი ზღვას დაუბრუნდა სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
საბერძნეთი

სალონიკი: თაღლითობაში ბრალდებული ბოდიშს უხდის ქალებს, რომლებიც მოატყუა

28 წლის ანასტასიოს ღიბისს, რომელსაც ბრალად ედება 150 000 ევროს გამოძალვა ორი ქალისგან, რომლებთანაც მას სავარაუდოდ პარალელურ რეჟიმში ჰქონდა რომანი და ახლა კორიდალოს ციხეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ბრალდება წაუყენეს.

პრესასთან სატელეფონო საუბარში მან  განაცხადა, რომ იღებს მასზე  დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ბოდიში მოუხადა ქალებს, რომლებსაც მან მისი თქმით, გული ატკინა და აქვე აღნიშნავს, რომ  ძალიან რთული პერიოდი აქვს და უნდა, რომ „ეს კოშმარი“ მალე დასრულდეს.

28 წლის ანასტასიოს ღიბისი 4 მაისს დააკავეს და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის და თაღლითობის ჩადენის მცდელობის  ბრალდებით.

ორი ქალი მას ერთი თვის განმავლობაში 150 000 ევროზე მეტის გამოძალვაში ადანაშაულებს. ორიდან ერთ-ერთმა ითანამშრომლა პოლიციის ორგანოებთან მის დასაკავებლად, გადასცა რა  ბრალდებულს  წინასწარ მარკირებული ბანკნოტები.

მეორე ქალი, რომელიც მოდელად მუშაობს, აცხადებს, რომ მას  70 000 ევრო გადასცა, რომელიც უკან აღარ მიუღია.

პოლიციის განცხადებით, დაკავებულის მსხვერპლთა სია გრძელია და კიდევ ბევრმა  ქალმა გადაიხადა ძვირი მათი “სიყვარულისთვის” ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ, რომელსაც, როგორც ჩანს,  საერთაშორისოდ ცნობილი თაღლითების რიგებს შორის სურდა მოხვედრა!

ანასტასიოს ღიბისის შემთხვევას ბევრი მსგავსება აქვს “Tinder cheater”-თან, რომელსაც Netflix-მა მთელი დოკუმენტური ფილმების სერია მიუძღვნა.

მთავარი გმირი, საიმონ ჰოუტი, მიუხედავად მრავალი თაღლითობისა, რომელიც მან ჩაიდინა ქალების მიმართ, რომლებსაც  შეხვდა Tinder-ზე, თავისუფალია და აგრძელებს გლამურულ ცხოვრებას და აქვეყნებს  შესაბამის კადრებს Instagram-სა და Tik Tok-ზე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *