Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: ქვეყანა რომელშიც მართლმსაჯულების პროცესი კუს ნაბიჯებით ხორციელდება

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ გამოაქვეყნა ყოველწლიური კვლევის მეთერთმეტე გამოცემა, რომელიც იძლევა შედარებით მონაცემებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემების ეფექტურობის, ხარისხისა და დამოუკიდებლობის შესახებ.

საბერძნეთში მართლმსაჯულების განხორციელება ძალიან ნელია, ნათქვამია 2023 წლის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის დასკვნაში.

2023 წლის გამოცემა პირველად შეიცავს კონკრეტულ ციფრებს, რომლებიც ეხება, სხვა საკითხებთან ერთად, მოსამართლეთა და პროკურორების ხელფასებს , უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტებისა და გენერალური პროკურორების დანიშვნას და უზენაეს სასამართლოებს, რომლებიც ახორციელებენ საკონსტიტუციო იურისდიქციას.

კომისიის მონაცემებით, რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, საბერძნეთი მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომელსაც ყველაზე მეტი მოსამართლე ჰყავს, მე-3 ადგილზეა ევროკავშირში როგორც ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი ადვოკატი ჰყავს წევრ ქვეყნებს შორის და მიუხედავად ამისა სამოქალაქო, კომერციული, ადმინისტრაციული და სხვა საქმეების სასამართლო გადაწყვეტისთვის საჭირო პროცედურები ქვეყანაში მაინც  კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ.

კონკრეტულად: 2021 წლის მდგომარეობით, ბერძენ მოსამართლეებს სჭირდებოდათ საშუალოდ 728 დღე პირველი ინსტანციის სამოქალაქო და კომერციული სასამართლო საქმეების გადასაწყვეტად, ხოლო ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების პირველი ინსტანციის განსახილველად საჭირო დრო არის 595 დღე.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *