Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

უფასო სამედიცინო გამოკვლევები საბერძნეთის 900 რეგიონში 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები საბერძნეთის 900 რეგიონში 

ჯანდაცვის სამინისტრო საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით პირველადი სამედიცინო მხარდაჭერის პრაქტიკას ნერგავს.

ნოემბრის შუა რიცხვებიდან მობილური ჯანდაცვის ჯგუფები დაიწყებენ გადაადგილებას საბერძნეთის როგორც მთიან რეგიონებში, ასევე კუნძულებზეც და ჩაუტარებენ უფასო გამოკვლევებს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებს მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა.

სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება როგორც პრევენციისთვის, ასევე ვაქცინაციისთვის განხორციელდება ყველასთვის განურჩევლად იმისა არის თუ არა ადამიანი დაზღვეული. 

აღნიშნული გამოკვლევების ჩასატარებლად მოსახლეობას შეუძლია დაუკავშირდეს ცხელ ხაზს 1135, რომელიც დილის 08:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე მუშაობს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *