იოანა პალიოსპირუმ სატელევიზიო გადაცემაში მის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც 20-მდე ოპერაცია გაიკეთა
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იოანა პალიოსპირუ მასზე თავდასხმის დროს მჟავით მიყენებული საშინელი დამწვრობების გამო ჯერ სიცოცხლისთვის, შემდეგ კი გამოჯანმრთელებისთვის იბრძოდა და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება.
ერთ- ერთ სატელევიზიო გადაცემაში იოანამ გულახდილად ისაუბრა იმ გამოცდილებაზე და სირთულეებზე რომელიც მან რეაბილიტაციის პროცესში გაიარა.
“ამჟამად კარგად ვარ, რამდენიმე დღის წინ სერიოზული ოპერაცია გავიკეთე, ექიმების თქმით ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ველოდები შედეგების ნახვას, რადგან მას თვეები სჭირდება.
20 მაისს შესრულდა სამი წელი თავდასხმის დღიდან. 20-მდე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. არასდროს მიწუწუნია, როცა საოპერაციოში შევდივარ. მე მშვიდად ვარ, რადგან გადავწყვიტე, რომ ყოველი ოპერაცია უკეთესს გამხდის, გამაუმჯობესებს და ეს ჩემს სასიკეთოდ კეთდება. ვიცი, რომ მტკივნეული იქნება, მაგრამ შედეგის ნახვა მაინტერესებს, რადგან მიზანი ეს არის. მიხარია ყოველთვის, როცა ვიცი, რომ ოპერაცია გავიკეთე, განსაკუთრებით ახლა, როცა ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მანამდე, სანამ ეს ამბავი შემემთხვეოდა, წვრილმანებზე ვნერვიულობდი, არ მომწონდა ცხოვრების რუტინა, რომელიც ახლა მენატრება. შენ აგრძელებ, ყველაფერს სხვანაირად უყურებ. ახლა როცა მესმის ადამიანების წუწუნი წვრილმანებზე, მიხარია, რადგან მათ არ აქვთ საქმე ძალიან დიდ პრობლემებთან.
მინდა ხალხმა იცოდეს, რომ მე არ ვარ ერთადერთი, ვინც რაღაც რთულს მიაღწია. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენს გვერდით ყველგან არიან პატარა გმირები და ღირს მათთვის დახმარების გაწევა.
ყველანი ვდგებით ცხოვრებაში დიდი ან პატარა პრობლემების წინაშე და ეს ნორმალურია. რაც გამბედაობას მაძლევს არის მოტივაცია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე შევავსე ჩემი ცხოვრება იმ ადამიანებით, რომლებიც მიყვარს, იმით, რისი გაკეთებაც მინდა. ღამით ჩემს მიზნებზე ვფიქრობ და ეს არის ჩემთვის მოტივაცია. ასე რომ, მე არ მრჩება დრო ბრაზისთვის. სამი წელი გავიდა, ვიხსენებ ჩემს განვლილ გზას და არ მჯერა”- თქვა გადაცემაში იოანა პალიოსპირუმ.
