Latest news
ციფრული ჯანდაცვა ფართოვდება — მოქალაქეებს სამედიცინო გამოკვლევებიდ შედეგებზე წვდომა უკვე მობილურიდან... ტრაგედია, რომელმაც საზოგადოება შეძრა - რა გახდა 17 წლის გოგონების თვითმკვლელობამდე მისვლის მიზეზი ტრაგედია ილიუპოლში: 2 არასრულწლოვანი კორპუსის სახურავიდან გადახტა რატომ ეძახიან ჰიპერტენზიას ჩუმ მკვლელს არასრულწლოვანთა დანაშაული - არის თუ არა რადიკალური ზომების გატარება გამოსავალი დღეიდან ტემპერატურა ეტაპობრივად იკლებს საჯარო მოხელეთა გაფიცვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგზე გავლენას არ მოახდენს საჯარო მოხელეების საპროტესტო აქცია დილის 10:30 საათზე დაიწყება 12 მაისი: ტემპერატურამ გაზაფხულისთვის შეუსაბამოდ მაღალ მაჩვენებელს მიარწია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას გაფიცვაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
საბერძნეთი

იოანა პალიოსპირუმ სატელევიზიო გადაცემაში მის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც 20-მდე ოპერაცია გაიკეთა

სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იოანა პალიოსპირუ მასზე თავდასხმის დროს მჟავით მიყენებული საშინელი დამწვრობების გამო ჯერ სიცოცხლისთვის, შემდეგ კი გამოჯანმრთელებისთვის იბრძოდა და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება.

ერთ- ერთ სატელევიზიო გადაცემაში იოანამ გულახდილად ისაუბრა იმ გამოცდილებაზე და სირთულეებზე რომელიც მან რეაბილიტაციის  პროცესში გაიარა.

“ამჟამად კარგად ვარ, რამდენიმე დღის წინ სერიოზული ოპერაცია გავიკეთე,  ექიმების თქმით ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ველოდები შედეგების ნახვას, რადგან მას თვეები სჭირდება.

20 მაისს შესრულდა სამი წელი თავდასხმის დღიდან. 20-მდე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. არასდროს მიწუწუნია, როცა საოპერაციოში შევდივარ. მე მშვიდად ვარ, რადგან გადავწყვიტე, რომ ყოველი ოპერაცია უკეთესს გამხდის,  გამაუმჯობესებს და ეს ჩემს სასიკეთოდ კეთდება. ვიცი, რომ მტკივნეული იქნება, მაგრამ შედეგის ნახვა მაინტერესებს, რადგან მიზანი ეს არის. მიხარია ყოველთვის, როცა ვიცი, რომ ოპერაცია გავიკეთე, განსაკუთრებით ახლა, როცა ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მანამდე, სანამ ეს ამბავი შემემთხვეოდა, წვრილმანებზე ვნერვიულობდი, არ მომწონდა ცხოვრების რუტინა, რომელიც ახლა მენატრება. შენ აგრძელებ, ყველაფერს სხვანაირად უყურებ. ახლა როცა მესმის ადამიანების წუწუნი წვრილმანებზე, მიხარია, რადგან მათ არ აქვთ საქმე ძალიან დიდ პრობლემებთან.

მინდა ხალხმა იცოდეს, რომ მე არ ვარ ერთადერთი, ვინც რაღაც რთულს მიაღწია. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენს გვერდით ყველგან არიან პატარა გმირები და ღირს მათთვის დახმარების გაწევა.

ყველანი ვდგებით ცხოვრებაში დიდი ან პატარა პრობლემების წინაშე და ეს ნორმალურია. რაც გამბედაობას მაძლევს არის მოტივაცია,  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე შევავსე ჩემი ცხოვრება იმ ადამიანებით, რომლებიც მიყვარს, იმით, რისი გაკეთებაც მინდა. ღამით ჩემს მიზნებზე ვფიქრობ და ეს არის ჩემთვის  მოტივაცია. ასე რომ, მე  არ მრჩება დრო ბრაზისთვის. სამი წელი გავიდა, ვიხსენებ ჩემს განვლილ გზას და არ მჯერა”- თქვა გადაცემაში  იოანა პალიოსპირუმ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *