Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისამართალი

ცვლილებები, რომლებიც მემკვიდრეობით სამართალში შევა

ცვლილებები, რომლებიც მემკვიდრეობით სამართალში შევა

იგეგმება მემკვიდრეობით სამართალში ძირეული ცვლილებების შეტანა, რომლის შედეგადაც შექმნილი დებულებები ადაპტირდება ტრანსფორმირებულ საოჯახო ურთიერთობებთან და თანამედროვე სოციალურ ცვლილებებთან, როგორიცაა თანაცხოვრების ხელშეკრულება და ერთსქესიანთა ქორწინება.

ცვლილებები, რომლებიც მემკვიდრეობით სამართალში შევა შემდეგია: 

  • მემკვიდრეობითი ხელშეკრულებები  – რომელიც წინასწარ განისაზღვრება როგორც მემკვიდრე, ასევე მემკვიდრეობის წილი,
  • ანდერძის არ არსებობის შემთხვევაში წილების შეცვლის პროცედურა,
  • მეუღლეების პოზიციების გაძლიერება, რაც მეუღლისთვის მიღებული წილის 8,3%-ით ზრდას ითვალისწინებს,
  • პარტნიორთათვის მემკვიდრეობის უფლებების აღიარება და მიღების პროცედურების დადგეგმვა.
  • ანდერძის გაყალბებისგან დაცვის პროცედურები.
  • მამკვიდრებელი განსაზღვრავს არამხოლოდ მოძრავი და უძრავი ქონდების გადაცემის საკითხს, არამედ ინტელექტუალური საკუთრების გადაცემის პროცესს მისთვის სასურველი პირებისთვის.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მემკვიდრეობით სამართალში შესული ცვლილებები სრულიად შეცვლის პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ხშირ შემთხვევაში მემკვიდრეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ ქონება გარკვეულ მიზეზთა გამო.

აღნიშნულ კანონპროეტს სამშაბათს, 2 დეკემბერს წარადგინეს ღეორღოს ფლორიდისი, მისი მოადგილე იანნის ბურღასი და იურისტი აპოსტოლოს ღეორღადისი. 

ცვლილებები შევა ვალების მემკვიდრეობით გადაცემის პრაქტიკაშიც. კანონპროექტის თანახმად გარდაცვლილის ვალები გასწორდება სამკვიდრო ქონებიდან და აღარ იქნება მემკვიდრის პირადი პასუხისმგებლობა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვალი აღემატება სამკვიდრო ქონების ღირებულებას ნაშთი ავტომატურად ჩამოიწერება. 

საუბარია ხელნაწერი ანდერძისთვის იურიდიული ძალის კითხვისნიშნის ქვეშ დაყენებაზეც. რაც ნიშნავს იმას, რომ მამკვიდრებლის მიერ ნოტარიუსის გარეშე შედგენილი ხელნაწერი ანდერძი არ წარმოშობს იურიდიულ შედეგებს მანამ, სანამ არ იქნება აღიარებული მთავარ ანდერძად და მასში მოხსენიებული პირები არ არიან პირველი ხაზის მემკვიდრეები და ნათესავები. ასევე დაკარგავს იურიდიულ ძალას თუ ანდერძი გამოქვეყნდება გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ მემკვიდრეობის მიმღები პირის სტატუსისდა მიუხედავად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *