Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის ყველაზე სულისშემძვრელი გზა ყველაზე სასურველ მიმართულებად გადაიქცევა

ათენის ყველაზე სულისშემძვრელი გზა ყველაზე სასურველ მიმართულებად გადაიქცევა

სანაპირო გზა, რომელიც ალეპოხორის (ატიკი) სხინოსთან (კორინთო) აკავშირებს, მრავალი წლის მანძილზე სახელგანთქმული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზა. პასუხისმგებელმა ორგანოებმა ამ სტერეოტიპის დამსხვრევა გადაწყვიტეს და დაიწყეს სამუშაოები გზაზე უსაფრთხოების ზომების გასატარებლად, რათა არ დაკარგოს მისი ფუნქციური მხარე.

გზის მორფოლოგია უკიდურესად სახიფათოა: ერთ მხარეს კორინთოს ზღვამ ადგილ-ადგილ შეავიწროვა საგზაო ზოლი, მეორე მხარეს კი მთიანი მასივი მეწყერისა და კლდეების ჩამოშლის მუდმივ საფრთხეს აჩენს. ცუდი ამინდის ან ძლიერი ქარის დროს ტალღები გზამდეც კი აღწევენ, რას ამ ადგილს ავტომანქანებისთვის გაუვალს ხდის.

გზაზე უსაფრთხოების ზომების გატარების გადაწყვეტილება ატიკისა და პელოპონისოს რეგიონებს შორის ხელშეკრულების შედეგად მიიღეს. გათვლილი ბიუჯეტი 430 000 ევროა, რომელსაც ატიკის რეგიონი დააფინანსებს. თანხა გაიხარჯება: ტოპოგრაფიული, გზის მშენებლობის, ჰიდრავლიკური, გეოლოგიური და გეოტექნიკური, რისკების აღმოფხვრისა და გზის ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით.

აღნიშნული გზა არამხოლოდ ორ რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან, არამედ თვალწარმტაცია განსაკუთრებული ხედების გამო, რომელიც მგზავრების თვალწინ იშლება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *