Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ზაკინთო: 2 წლის ბიჭუნასა და პითბულთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევის დეტალები ვრცელდება

ზაკინთო: 2 წლის ბიჭუნასა და პითბულთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევის დეტალები ვრცელდება

ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ედებათ ბრალი 2 წლის ბიჭის მშობლებს, რომელმაც სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა.

ოჯახი კუნძულ ზაკინთოსზე, სოფელ აღიოს ლეონდასში ცხოვრობს. 2 წლის ბიჭი, 6 დეკემბერს შუადღეს, მაშინ როცა ოჯახი სახლში საყიდლების შემდეგ დაბრუნდა, მშობლებს სახლიდან გაეპარა და იმ ადგილს მიუახლოვდა სადაც ძაღლი ჰყავდათ დაბმული. პითბული ბიჭს თავს დაესხა და სახისა და თავის არეში დაკბინა. მიყენებული დაზიანებები 2 წლის ბიჭისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს პითბული ქუჩაში იპოვეს, მათ სახლთან ახლოს და შეიფარეს მანამ, სანამ გამოჩნდებოდა ოჯახი, რომელშიც მუდმივად გადავიდოდა საცხოვრებლად. 

დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ძალისხმევისდა მიუხედავად ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *