Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რა ენაზე საუბრობს საბერძნეთის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა, რომლის გაგებაც არცერთ ბერძენს არ შეუძლია

რა ენაზე საუბრობს საბერძნეთის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა, რომლის გაგებაც არცერთ ბერძენს არ შეუძლია

კუნძული როდოსის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცოცხალი სოფელი არხანგელოსი.

სოფელი ზღვის დონიდან 160 მეტრის სიმაღლეზეა გაჩენებული და ათასობით მოსახლე ჰყავს. საუბარი გვაქვს სოფელზე, რომელიც აერთიანებს ტრადიციებს, ისტორიას, მიწათმოქმედდა წეს-ჩვეულებებს და თანამედროვე ცხოვრებას.

სოფელში საუბრობენ არხანგელიკურად, საუბარი გვაქვს დიალექტზე, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ესმის. აღნიშნული დიალექტი მეტყველების გამორჩეული ფორმაა, რომელზე საუბრისასაც თავად ბერძენსაც კი ერთი ან ორი სიტყვის გაგება შეუძლია მხოლოდ.

დიალექტი კვიპროსული მეტყველების მანერას მოგვაგონებს, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ ამ ტერიტორიის ძველი მაცხოვრებლები კვიპროსიდან, სავარაუდოდ, პაფოსიდან იყვნენ. თუმცა, საუკუნეების განმავლობაში დიალექტი განვითარდა და შეიძინა საკუთარი მახასიათებლები, რამაც საბერძნეთისთვის დამახასიათებელ ენობრივ ფენომენად გარდაიქმნა.

აღნიშნული დიალექტის გაგება თავად კუნძული როდოსის მოსახლეობასაც არ შეუძლია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *