Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც დანიელი სპერმის დონორის გამოყენებით ჩაისახა – სიმსივნითაა დაავადებული მისი ძმაც

გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც დანიელი სპერმის დონორის გამოყენებით ჩაისახა – სიმსივნითაა დაავადებული მისი ძმაც

საბერძნეთში 11 ოჯახს შეეძინა 18 ბავშვი ინვიტრო განაყოფიერების შედეგად, რომლისთვისაც დონორად დანიელი სპერმის დონორი გამოიყენეს. 

შეგახსენებთ, რომ სპერმამ მუტაცია განიცადა და ბავშვები, რომლებიც ამ დონორის გამოყენებით დაიბადნენ სიმსივნური უჯრედების მატარებლები იქნებიან სიცოცხლის ბოლომდე.
უკვე გარდაცვლილია ერთი ბიჭი, ხოლო მისი ძმა სიმსივნითაა დაავადებული. 

ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, ანდონის კატამისმა აცნობა ტრაგიკული შემთხვევის შესახებ პრესას გარდაცვლილი ბავშვის მშობლებთან შეთანხმების შემდეგ. ოჯახიც და ექიმიც თვლიან, რომ ამ ამბავის გასაჯაროება აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვა ოჯახებისთვისაც. 

“ბიჭი რომელიც გარდაიცვალა 5-10 წლამდეა, მისმა ძმას კი 2 წლის შემდეგ  დაუსვეს დიაგნოზი და ამ დრომდე გადის თერაპიას. ძალიან რთული შემთხვევაა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.” – აცხადებს ექიმი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *