Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ლარისა: ყასაბი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს

ლარისა: ყასაბი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს

გასულ პარასკევს ლარისაში 47 წლის ყასაბი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. 

დაკავებული ლარისას ერთ-ერთ უბანში მდებარე სუპერ-მარკეტში მუშაობდა. პოლიციამ გამოძიება განყოფილებაში შესული ინფორმაციის შემდეგ დაიწყო, რომელიც მათ სანდო წყარომ მიაწოდა. 

დაკავებისას ჩატარებული ჩხრეკისას ბრალდებულს 4 ნეილონის პარკში შეკრული კოკაინი აღმოაჩნდა, რომელიც ჯამში 2,6 გრამს იწონიდა და 1800 ევროს ოდენობის თანხა. 

დაკავებულის სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა 26,8 გრამი კოკაინი, 40 გრამი დაუმუშავებელი მარიხუანა, ელ.სასწორი, რომელზეც კოკაინის კვალი იყო და 11 000 ევროს ოდენობის თანხა. დაკავებულს სახლში ჰქონდა სანადირო თოფიც, იარაღის ფლობის ნებართვის გარეშე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *