ანესტიდის: ჩემს საბანკო ანგარიშზე ტრანზაქციები კანონიერად ხორციელდება, დასამალი არაფერი მაქვს
ანესტიდის: ჩემს საბანკო ანგარიშზე ტრანზაქციები კანონიერად ხორციელდება, დასამალი არაფერი მაქვს
სასოფლო-სამეურნეო პროფკავშირების ერთ-ერთი ლიდერმა კოსტას ანესტიდისმა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ კოსტას ანესტიდისი ერთ-ერთი ეჭვმიტანილია, რომელიც ΟΠΕΚΕΠΕ-ს სკანდალშია გარეული და ბრალად 122.765,04 ევროს მითვისება ედება.
“გამოძიება ეხება ჩემს კულტივაციის დეკლარაციას, რომელსაც უკვე 30 წელია ვაკეთებ. ჩემს სახელზე 312 ჰექტარი მიწაა რეგისტრირებული. აღნიშნული ფართობებიდან 16 ჩემი კერძო საკუთრებაა, ხოლო ერთი მიწის ნაკვეთი ნაქირავები მაქვს. აღნიშნულ მიწისნაკვეთებს ბოლო 10 წელია ვამუშავებ. არაფერი მაქვს დასამალი. ან რანაირად უნდა განაცხადო მიწის ნაკვეთი, რომელიც შენი არ არის და როგორ უნდა აიღო დაფინანსება კანონიერად არარსებული ჰეკტრებისთვის?! ასევე, არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ მომსვლია შემოწმებასთან დაკავშირებით. თავიდან თქვეს, რომ თანხები მივითვისე, შემდეგ რომ გამოძიება დაიწყეს და ანგარიშები გამიყინეს. საღამოს 20:18 საათზე 600 ევრო გამოვიტანე ბანკის აბგარიშიდან და ერთი საათის შემდეგ 6 000 ევროს ოდენობის თანხა გადავრიცხე ერთი ანგარიშიდან მეორეზე. თუ ანგარიშებს გამიყინავენ გამოვიტან ფულს და ორმოში დავმარხავ. ქურდი რომ ვყოფილიყავი და კონტროლის ქვეშ არც გადასახადების ნაწილს დამიბრუნებდნენ უკან და არც დაფინანსებებს მივიღებდი, რომლებიც ბოლოს 17 დეკემბერს ავიღე. მთელი სოფელი მხარს მიჭერს. უკვე 32 წელია მათ წინაშე პატიოსნად ვასრულებ ჩემს მოვალეობებს.” – აცხადებს ანესტიდისი.
