Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

თაღლითების დაჯგუფება პერსონალური მონაცემების მითვისებას ცდილობს

თაღლითების დაჯგუფება პერსონალური მონაცემების მითვისებას ცდილობს

თაღლითური დაჯგუფებები, რომლებიც თავს ელ.ენერგიის კომპანიების თანამშრომლებად ასაღებენ, საბერძნეთის და განსაკუთრებით ათენის ტერიტორიაზე საკმაოდ მომრავლდნენ.

თაღლითების ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა ლირიკოსი ევი დრუცა, რომელმაც ფოლგაში გახვეული 22 000 ევრო მათ სახლის კარის წინ დაუტოვა.

თაღლითები ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ მსხვერპლებზე და იმდენად დახელოვნებულები არიან, რომ ტაქტიკა არაჩვეულებრივად მუშაობს განსაკუთრებით ხანშიშესულ ადამიანებზე.

თაღლითებმა “deep web”-იდან შეძლეს მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემთა ბაზაზე წვდომა, რომელიც კერძო და საჯარო კომპანიებზე ჰაკერული თავდასხმების შედეგად არის დაგროვებული. შესაბამისად, როცა ისინი ადამიანებს ტელეფონზე ურეკავებ წინასწარ იციან მსხვერპლის მამის სახელი, ΑΦΜ, ოჯახური მდგომარეობა, მისამართი, რაც ეხმარებათ მათ მსხვერპლის ნდობის მოპოვებაში. 

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *