Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ჯერ გააბრუა და შემდეგ დაწვა – კაცს, რომელმაც საკუთარი დედა მოკლა, 400 000 ჰქონდა ვალი

ჯერ გააბრუა და შემდეგ დაწვა – კაცს, რომელმაც საკუთარი დედა მოკლა, 400 000 ჰქონდა ვალი

შოკის მომგვრელი დეტალები ვრცელდება 87 წლის ელენი პაპადოპულუს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის იანვარში საკუთარ სახლში დამწვარი იპოვეს.

საფუძვლიანი გამოძიების შემდეგ, რომელშიც სახანძრო სამსახურის თანამშრომლებიც იღებდნენ მონაწილეობას, დადგინდა, რომ ქალს დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება ჰქონდა გადასხმული. პარალელურად ქალის ცხედარისთვის ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენამდე ქალს დიდი რაოდენობით დამამშვიდებელი ნივთიერება ჰქონდა მიღებული. გამოძიება ვარაუდობს, რომ ქალი საკუთარმა შვილმა მოკლა. აღნიშნულ ეჭვს კი საქმის უამრავი დეტალი იწვევს, როგორც წინააღმდეგობრივი განცხადებები ჩვენების მიცემის დროს, ვალი, რომელიც მის სახელზე ფიქსირდება და ფაქტი, რომ სახლში შეჭრის არანაირი კვალი არ აღინიშნება არც კარზე და არც ფანჯრებზე. სწორედ ამიტომ დღეს დილით პოლიციამ ელენი პაპადოპულუს შვილი დააკავა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *