Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

7 წელზე მეტია რაც მთამსვლელია, 30 მედალი ჰქონდა მოპოვებული – აცხადებს გარდაცვლილი მასწავლებლის მამა

7 წელზე მეტია რაც მთამსვლელია, 30 მედალი ჰქონდა მოპოვებული – აცხადებს გარდაცვლილი მასწავლებლის მამა

შოკურ მდგომარეობაშია 31 წლის მთამსვლელი-მასწავლებლის ოჯახი, რომელიც გუშინ ღამით მის 3 მეგობართან ერთად თოვლში ჩამარხული იპოვეს. 

მთამსვლელები ოჯახისწევრებთან კონტაქტზე შობის საღამოს შემდეგ აღარ გამოსულან და სწორედ ამიტომ დაიწყეს მათი ძებნა.

გოგონას მშობლებს მომხდარი ტრაგედიის შესახებ მეხანძრეებმა შეატყობინეს. 

ჟურნალისტებთან საუბრისას გარდაცვლილის ოჯახისწევრები აცხადებენ, რომ ის ძალიან გამოცდილი მთამსვლელი იყო: “მეგობარმა დაურეკა, ჩატვირთეს მანქანა და წავიდნენ. როცა დანიშნულების ადგილას მივიდნენ დაგვირეკა და გვითხრა, რომ მეგობრებს ელოდებოდნენ და დაიწყებდნენ მთაზე ასვლას. არ გვითხრა რომელი მთის დალაშქვრას აპირებდნენ. სულ ასე აკეთებდა. როცა მთის მწვერვალზე ადიოდა მერე გვირეკავდა და გვეუბნებოდა სად იყო და რომ დაშვებას იწყებდნენ. 24 დეკემბერს ვისაუბრეთ ბოლოს. ბოლო პერიოდში მეგობრობდა ერთ მთამსვლელთან არღოსიდან. ერთად მიდიოდნენ ხოლმე სალაშქროდ. 7 წელზე მეტია რაც მთამსვლელია, 30 მედალი აქვს მიღებული. ძალიან გამოცდილი იყო.” – აცხადებს დორას მამა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *