Latest news
კორონისიისკენ მიმავალი გზა, რომელიც წყალზე გადის პანდიოს უნივერსიტეტს სტუდენტური საცხოვრებელი ექნება საბერძნეთი და ევროპის საინვესტიციო ბანკი კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ მედიაწიგნიერება - დემოკრატიის მთავარი იარაღი ხელოვნური ინტელექტისა და deepfake-ების ეპოქაში  ათენის ქუჩებში ასფალტის ტემპერატურამ 57°C გადააჭარბა საბერძნეთი 8 მნიშვნელოვან ცვლილებას გაატარებს საცხოვრებლისა და შშმ პირთა მხარდაჭერის მიმართულებით სცემეს თუ არა უმოწყალოდ კრიმინოლოგი, რომლის ცხედარიც საკუთარმა შვილებმა და კარისკაცმა ოფისში იპოვეს კარისკაცი იხსენებს მომენტს, როდესაც ცნობილი კრიმინოლოგი გარდაცვლილი იპოვა საბერძნეთი: 22 ივლისს ქვეყანაში ხანძრის გაჩენის უკიდურესი რისკია საბერძნეთი: ტემპერატურა პიკს აღწევს - ძლიერი ქარები ხანძრის გაჩენის რისკს ზრდის
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
საბერძნეთი

ზაკინთო: წვეულებაზე მყოფი 20 წლის ბრიტანელი ტურისტი მოულოდნელად გარდაიცვალა

ტრაგიკულად დასრულდა  გუშინ საღამოს ზაკინთოში, ლაგანას რაიონში, ერთ-ერთ ცნობილ კლუბში გამართული წვეულება, სადაც 20 წლის ბრიტანელი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

აღნიშნულ კლუბში მორიგი წვეულების დროს, რომელიც იწყება საღამოს 6 საათზე და მთავრდება დაახლოებით დილის 11 საათზე, 20 წლის ბრიტანელი ტურისტი აუზში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით , ახალგაზრდა ბრიტანელმა კლუბის აუზზე ყოფნისას მოულოდნელად გონება დაკარგა, იქვე მყოფი მაშველი, რომელმაც შენიშნა მომხდარი, დაუყოვნებლივ ჩაერია, ტურისტი  აუზიდან გამოიყვანა და ხელოვნური სუნთქვით ცდილობდა მის გადარჩენას.

ცოტა ხნის შემდეგ შემთხვევის ადგილზე კერძო სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა და 20 წლის ბრიტანელი ზაკინთოს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მისი გარდაცვალება  დადგინდა.

ზაკინთოს პოლიციის განყოფილება იძიებს იმ გარემოებებს, თუ რამ გამოიწვია ახალგაზრდა ბრიტანელის გარდაცვალება კლუბში, რომლის მენეჯერმა და თანამშრომლებმაც უკვე მისცეს ჩვენება, როგორც მენეჯერი აცხადებს აუზზე უსაფრთხოების ზომები დაცულია და გამორიცხავს ტურისტის დახრჩობის ფაქტს.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად 20 წლის მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზე პატრაში იქნა გადასვენებული.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *