Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

მიწათმოქმედები და ფერმერები ბლოკადას აგრძელებენ

მიწათმოქმედები და ფერმერები ბლოკადას აგრძელებენ

უკან დახევის არანაირი სურვილი აქვთ მიწათმოქმედებსა და ფერმერებს, რომლებიც გზებიდან ბლოკადებს მხოლოდ იმისთვის ხსნიან პერიოდულად, რომ სადღესასწაულო პერიოდში მოსახლეობამ ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება შეძლოს. 

ეს გადაწყვეტილებაც მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ გუშინ, 28 დეკემბერს მძღოლებს სალონიკი-ათენის გზის დასაფარად 12 საათი დასჭირდათ, რამაც განსაკუთრებული აგრესია გამოიწვია პროტესტის მონაწილეების მიმართ.

სოფლის მეურნეობის განვითარების მინისტრმა, კოსტას ციარასმა, დღეს დილით გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნა, რომ დიალოგის წარმართვის შესაძლებლობა მიწთმოქმედებისა და ფერმერების ხელშია. 

დღეს შუადღის 2 საათიდან მხოლოდ ორი საათით მიწათმოქმედებმა გადაკეტეს პატრა-ათენი-სალონიკი-ევზონის გზაც, თუმცა მათ მოსახლეობის გადაადგილებისთვის ხელი არ შეუშლიათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *