Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კრიტი: დედამ ოთხი წლის ბავშვი მარტო დატოვა სასტუმროში და თვითონ ექიმთან წავიდა

შაბათს შუადღისას კრიტზე, ხანიაში, პოლიციამ იპოვა და განყოფილებაში გადაიყვანა 4 წლის ბავშვი, რომელიც სრულიად მარტო გადაადგილდებოდა მალემის სანაპიროზე.

დიდი ხნის მანძილზე უმეთვალყურეოდ მოსიარულე პატარა ბიჭი, რომელსაც მხოლოდ პამპერსი ეცვა და ხელში მობილური ტელეფონი ეკავა, თავდაპირველად დანიელმა ტურისტებმა შეამჩნიეს და დაუყოვნებლივ შეატყობინეს პოლიციას, რის შემდეგაც ადგილზე მისულმა  თანამშრომლებმა ბავშვი განყოფილებაში გადაიყვანეს და დაიწყეს მისი მშობლების ძებნა.

პოლიციამ მოკლე ხანში შეძლო ბავშვის დედის პოვნა და კითხვაზე, თუ რატომ დატოვა შვილი მარტო, პასუხი იყო შოკისმომგვრელი.

33 წლის ქალმა, რომელიც რუმინეთის მოქალაქეა, პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ საბერძნეთში ტურისტული მიზნით იმყოფება და რადგან ექიმთან გადაუდებელ ვიზიტს საჭიროებდა, შვილი მარტო დატოვა სასტუმროში, სადაც ისინი ცხოვრობენ, მაგრამ ბავშვმა შეძლო სასტუმროდან გასვლა და სანაპიროზე დადიოდა.

33 წლის ქალი დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმე ბავშვის საფრთხის ქვეშ დაყენების  ფაქტზე აღიძრა. როგორც გაირკვა ბავშვის მამა საბერძნეთში არ იმყოფება, ამიტომ პატარა ისევ დედას გადასცეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *