Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ირაკლიო: წყლიდან ჯვრის ამოტანა შეძლეს, თუმცა ჭიდაობაში შემოატდათ

ირაკლიო: წყლიდან ჯვრის ამოტანა შეძლეს, თუმცა ჭიდაობაში შემოატდათ
მიუხედავად იმისა, რომ ნათლისღების დღეს დაბალი ტემპერატურა და ზამთრის მკაცრი სუსხი ჭარბობს ატმოსფეროში, საბერძნეთში წყლის კურთხევის შემდეგ წყალში ჯვარს აგდებენ და მის ამოსატანად ხტებიან.

სწორედ ამ ტრადიციული რიტუალის შესრულებისას ირაკლიოში წყლიდან ჯვრის ამოსატანად გადამხტარ ახალგაზრდებს ჯვარი შემთხვევით შემოატყდათ. 

6 იანვარს საბერძნეთში ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. ეს დღე ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრეს საიდუმლოდ ითვლება. სახარების თანახმად ამ დღეს, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.

ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *