ტაქსი: რა არის გაფიცულთა მთავარი მოთხოვნები
ტაქსი: რა არის გაფიცულთა მთავარი მოთხოვნები
როგორც უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია ტაქსის მძღოლები 13 და 14 იანვარს გაიფიცებიან.
მძღოლები აცხადებენ, რომ მათ პროფესიასთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებს სახელმწიფო და ითხოვენ ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების გატარებას.
მათ მთავარ მოთხოვნად გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების ელექტრონულად დაქირავების პროგრამის შეჩერება რჩება. ტაქსის მძღოლები აღნიშნული პროგრამის 2035 წლამდე გადადებას ითხოვენ.
მოთხოვნათაგან ერთ-ერთია:
- სხვადასხვა აპლიკაციებისთვის მუშაობის წესების დადგენა, რათა აღმოიფხვრას არაჯანსაღი კონკურენცია,
- ტაქსის მძღოლებისთვის ავტობუსების ზოლებში შესვლის და გადაადგილების ნების დართვა,
- ტარიფების კორექტირება,
- სამართლიანი საგადასახადო მოთხოვნები.
Facebook Comments Box
