Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მზიანი ამინდების შემდეგ კვლავ ზამთრის სიცივე

წვიმები და შტორმები ოთხშაბათს შუადღიდან დაიწყება, პარნითაში კი მოთოვს. რაც ისევ ზამთრის სიცივეს მოიტანს.

წვიმა, შტორმი, ძლიერი ქარი   და ტემპერატურის თანდათანობითი ვარდნა  სამშაბათიდან, 28/03 ქვეყნის უმეტეს რაიონში იქნება შესამჩნევი. ორშაბათს, 27/03 შუადღიდან, წვიმა და შტორმია მოსალოდნელი ჩრდილოეთ და დასავლეთ მატერიკზე (დასავლეთ პელოპონესის ჩათვლით), ჩრდილოეთ ეგეოსსა და იონიაში, ხოლო ზოგან ქარბუქს სეტყვაც მოჰყვება.

სამშაბათს 28/03 დილიდან ფენომენი  ძირითადად აღმოსავლეთ მატერიკზე და თესალიასა და ეგეოსზე დაფიქსირდება.

პინდოსისა და მაკედონიის მთებში1000 მეტრზე, ორშაბათს 27/03 საღამოს პირველი საათებიდან 28/03 სამშაბათის დილამდე იქნება თოვა. 28/03 სამშაბათს შუადღიდან საღამოს დილამდე,მოთოვს ასევე  თესალიისა და სტერეის აღმოსავლეთით, დაახლოებით 800 მეტრის სიმაღლეზე.

ქარის გაძლიერდება მოსალოდნელია როგორც ზღვებზე,  ორშაბათს 27/03-ს 6-დან 7-მდე, ხოლო სამშაბათს 28/03-ს 7-დან 8-მდე, ასევე კონტინენტურ რაიონებში, სადაც ადგილებზე 5-დან 6 ბოფორტამდე ღელვა იქნება.

ქალაქ თესალონიკში 28/03 სამშაბათს, დილის  საათებიდან შუადღემდე, მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ხანდახან  6 ბოფორტს მიაღწევს.

როგორც  მეტეოროლოგი საკის არნაუტოღლუ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  იუწყება  დღეს, ორშაბათს  მოსალოდნელია ძლიერი ქარი.

ის ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ  მძღოლებმა,

მან ასევე აღნიშნა, რომ   დიდია ხანძრის გაჩენის რისკი, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც არ წვიმს.

ტემპი-90წლის მამაკაცი კომპენსაციას ითხოვს

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *