ავტოსაგზაო შემთხვევამ 16 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევამ 16 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსვერპლა
13 იანვარს ღამით ლასითიში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლი ბიჭი გარდაიცვალა, ხოლო 17 წლის ბიჭი კი მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა ღამის 23:00 საათზე მოხდა სიტიას მიმდებარე ტერიტორიაზე.
გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო გარდაცვლილი იმს 4 მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა მანქანით, როცა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლიც გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. 16 წლის ბიჭი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო 17 წლის ბიჭი კი სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ამ დრომდე უცნობია დანარჩენი 3 მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
Facebook Comments Box
