საბერძნეთის პოლიცია: 16 წლის ბავშვისთვის ზედმეტად ორგანიზებული გაუჩინარების გეგმასთან გვაქვს საქმე
საბერძნეთის პოლიცია: 16 წლის ბავშვისთვის ზედმეტად ორგანიზებული გაუჩინარების გეგმასთან გვაქვს საქმე
უკვე მე-10 დღეა რაც 16 წლის ლორას ეძებენ როგორც სამართალდამცავი, ასევე სამაშველო ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
პასუხისმგებელი ორგანოები უკვე ვარაუდობენ, რომ უკვალოდ გაუჩინარებული გოგონას ქმედებები 16 წლის ბავშვის ფანტაზიას სცდება და საქმე კარგად ორგანიზებულ გეგმასთან გვაქვს.
გოგონას წინასწარი შემზადება სახლიდან გასაქცევად, მიმართულებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც დაცვის კამერების შედეგად არის დაფიქსირებული არაერთ კითხვას აჩენს და მათ შორის აღვივებს ეჭვს საქმეში მესამე პირის არსებობასთან დაკავშირებით.
მაშინ როცა პასუხისმგებელი ორგანოები გაუჩინარებული არასრულწლოვანის პოვნას ცდილობენ, 16 წლის ლორას სურათი მუდმივი მღელვარების სიმბოლოდ იქცა. გოგონას ფოტო სხვადასხვა ქალაქებში ათობით ავტობუსის გაჩერებაზეა გამოკრული.
