დღეიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს
დღეიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს
შაბათიდან, 17 დეკემბრიდან ტემპერატურა სრულიად საბერძნეთის მასშტაბით საგრძნობლად იკლებს. დაუბერავენ ძლიერი ქარები, მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმები და ქვეყნის მთიან ნაწილში თოვლი.
საბერძნეთის ეროვნული სადგურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ატმოსფეროში ცივი ჰაერის მასები ჩრდილოაღმოსავლეთ ევროპიდან შემოედინება. ამინდი გაუარესებას დღეიდან დაიწყებს და კვირას და ორშაბათს ტემპერატურა არსებულთან შედარებით 7-8 გრადუსით იკლებს. დაუბერავენ 7-8 ბოფორი სიმძლავრის ქარები.
Facebook Comments Box
