Latest news
დემოგრაფიული კრიზისი ევროსის რეგიონში სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

ტების ხეობა 2 დღით დაიკეტება – მძღოლებისთვის ალტერნატიული მარშრუტი ამოქმედდება

ტების ხეობა 2 დღით დაიკეტება – მძღოლებისთვის ალტერნატიული მარშრუტი ამოქმედდება

საბერძნეთში, ტების ხეობაში, ავტომობილების მოძრაობა ორშაბათს, 12 ოქტომბერს და სამშაბათს, 13 ოქტომბერს, დროებით შეიზღუდება. მიზეზი კლდის ჩამოშლისგან დამცავი ნაგებობების შემოწმებისა და სარემონტო სამუშაოებია.

თესალიის პოლიციის განყოფილების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოძრაობა ორივე დღეს 07:30-დან 19:00 საათამდე სრულად შეწყდება ძველი ეროვნული გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც ამბელაკიონისა და ომოლიოს საგზაო კვანძებს შორის მდებარეობს. თუ სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება, მოძრაობა შესაძლოა უფრო ადრეც აღდგეს.

ჩაკეტილი მონაკვეთის გვერდის ავლა შესაძლებელი იქნება ავტომაგისტრალით, ევანგელიზმოსის კვანძიდან რაფსანის კვანძამდე, ტების T1 და T2 გვირაბების გავლით.

მძღოლებისთვის რეკომენდებულია მგზავრობა წინასწარ დაგეგმონ და დროებითი შეზღუდვები გაითვალისწინონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *